სოციალური მედიის მართვა

ყოველდღიური პოსტების განთავსება

სოციალური ქსელები რეგულარულობას მოითხოვს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ შენი გვერდი ყოველდღიურად იყოს აქტიური და თანმიმდევრული. პოსტები მზადდება წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით, რათა შენს აუდიტორიას მუდმივად ჰქონდეს ინტერესი და ჩართულობა.

აუდიტორიის ჩართულობის მართვა

სოციალური მედია ერთმხრივი კომუნიკაცია არ არის. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს რეაქციებს, ვზომავთ აქტივობას და ვმართავთ აუდიტორიის ჩართულობას. ეს უზრუნველყოფს, რომ შენი ბრენდი იყოს არა უბრალოდ „მიმწოდებელი“, არამედ რეალური პარტნიორი მომხმარებლებისთვის.

მესიჯებსა და კომენტარებზე რეაგირება

კლიენტისთვის სწრაფი პასუხი ხშირად ნიშნავს ნდობის გაძლიერებას. ჩვენ ვმართავთ მესიჯებსა და კომენტარებს, რათა შენმა ბიზნესმა დატოვოს პროფესიონალური და მეგობრული შთაბეჭდილება. ეს არის გზა, რომ შენმა ბრენდმა შექმნას ძლიერი კავშირი აუდიტორიასთან.

კონტენტის შექმნა

ვიზუალური დიზაინი: ფოტო, ვიდეო და გრაფიკა

ჩვენ ვქმნით ვიზუალს, რომელიც შენი ბრენდის სტილს გამოხატავს და აუდიტორიას აინტერესებს.

კოპირაითინგი და ტექსტური კონტენტი

სწორი სიტყვები სწორ ადგილას – ეს არის გზა, რომ პოსტი გახდეს არა უბრალოდ ინფორმაცია, არამედ ემოციური კავშირი.

ბრენდის ტონისა და სტილის დაცვა

ყველა კონტენტი შენს ბრენდთან თანხვედრილი იქნება, რათა მომხმარებელმა მარტივად იცნოს შენი სტილი.